- მარტი 01, 2026
ზვიად ბოლქვაძე ჩოხატაურში საავტორო კონცერტს გამართავს
- ივლისი 19, 2025
- , პოლიტიკა
24 ივლისს ჩოხატაური კომპოზიტორ და ავტორ-შემსრულებელ ზვიად ბოლქვაძის დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს. 24 ივლისი | ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე _ დასაწყისი: 19:00 დასწრება თავისუფალია! მონაწილე ბენდის წევრები: ბას გიტარა – ლევან დეისაძე დასარტყამი ინსტრუმენტები – ზაზა ცერცვაძე სოლო გიტარა – გიგი ცინცაძე კლავიშები – ამირან დიასამიძე პერკუსია – დიტო საკანდელიძე მელოდიკა – ანდრია ბოლქვაძე სპეციალური მოწვევით ზვიად ბოლქვაძესთან ერთად წარსდგება მომღერალი ნეკა სებისკვერაძე. შესრულდება ზვიად ბოლქვაძის ცნობილი და საყვარელი სიმღერები: „დაზამთრდა“, „ამოდუღდი“, „აჭარული“, „ფრი“ და სხვა – ავტორის უნიკალური შესრულებითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით. _ ინფორმაციას ჩოხატაურის კულტურის ცენტრი ავრცელებს.