შაბათი, ივნისი 06, 2026

ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება


ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ირის ანტმანის გუნდი მალტას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში, 4 აპრილს გაიმართება, 8 აპრილს კი, ჩვენი გუნდი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება. 2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები ანდორა, მალტა და კვიპროსი არიან. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 3 ქულაა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია