სპორტი
შარშან, საანგარიშო პერიოდში როცა იყო დეპუტატების, მინისტრების საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომელმაც დეპუტატებს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის ანგარიში წარუდგინა