პოლიტიკა
"ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც ვტესტავთ და ვიკვლევთ საზოგადოების აზრს თითოეული მათგანის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იყოს დემოკრატიული და საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება ჰქონდეს," - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს