- მარტი 01, 2026
გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი: „პუტინი „ან ციხეში უნდა იჯდეს ან სიკვდილით დაისაჯოს“.
- თებერვალი 19, 2025
- , პოლიტიკა
რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა, რომელიც აშშ-ს სენატში შეიარაღებული ძალების საქმეებს კურირებს, CNN-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. უიკერის თქმით, პუტინი „ან ციხეში უნდა იჯდეს ან სიკვდილით დაისაჯოს“ ("should be jailed or executed:). სენატორმა თქვა, რომ პუტინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, როჯერ უიკერმა გააკრიტიკა აშშ-ს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი პოლ ჰეგსეტი და განაცხადა, რომ მან „შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინის საზღვრების შესახებ გაუგებარი შენიშვნები გააკეთა“