შაბათი, ივნისი 06, 2026

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს


ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, - ინფორმაციას "მოზაიკა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ჭალის უბანში, სტადიონზე მოხდა. "გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა",- ამბობენ ადგილობრივები. არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია