- მარტი 01, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ნოემბერი 27, 2024
- , პოლიტიკა
ვერძი - დღეს სიტუაციების გაკონტროლება გაგიჭირდებათ. ცუდი დღეა ახალი საქმიანობის წამოსაწყებად. დიდი ალბათობაა, რომ დღეს წამოწყებული პროექტი წარუმატებლად დასრულდეს. კურო - შექმნილ სიტუაციებზე თქვენთვის უჩვეულო გზებით უნდა მოახდინოთ რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა და ნერვიულობა გარდაუვალია. გარშემომყოფების თანდასწრებით საკუთარ ემოციებს ნუ გამოამჟღავნებთ. ტყუპები - ძველი შეხედულებები ერთბაშად შეგეცვლებათ. შეეცადეთ განასხვავოთ ერთმანეთისაგან თქვენი და სხვისი პრობლემები და ისე იმოქმედეთ. თავი აარიდეთ აგრესიასა და დაუდევრობასა. კირჩხიბი - შესაძლოა, საზღვარგარეთ განათლების მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. დიდი ალბათობაა, რომ დიდი ხნის ოცნება აგიხდეთ, ან რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოთ. ლომი - ფინანსური საკითხების წარმატებულად მოგვარებისათვის სისწრაფე და მოქნილობა გესაჭიროებათ. მოერიდეთ ინტრიგანულ სიტუაციებს. ამ უკანასკნელმა შესაძლოა თვითკონტროლი დაგაკარგვინოთ. ქალწული - თუ ფიქრობთ, რომ რაღაც შანსი გაუშვით ხელიდან, არ იდარდოთ. მოვლენები თქვენს სასარგებლოდ ვითარდება. სასწორი - ცუდი დღეა სამომავლო გეგმების შემუშავებისათვის. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო იარაღებს. ნუ გამოიყენებთ შეუმოწმებელ ტექნიკას. მორიელი - დღეს ზედმეტად სპონტანური და გაუწონასწორებელი იქნებით. ფარული უნდობლობა თავისუფალ აზროვნებაში ხელს შეგიშლით. მშვილდოსანი - გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები საფრთხეს მოასწავებენ. ჩვეულებრივი, რუტინული დღე, შესაძლოა, მოულოდნელმა მოვლენამ რადიკალურად შეცვალოს. ნუ მოდუნდებით და მზად იყავით შესაბამისი რეაგირებისათვის. თხის რქა - პატარა დეტალმა, შესაძლოა, ოპტიმისტური განწყობა გაგიფუჭოთ. გახსოვდეთ, ინტუიციას, ხშირ შემთხვევაში, არასწორ გადაწყვეტილებამდე მიყავხართ. მერწყული - დღეს მომავლის მხოლოდ დადებით და პოზიტიურ მხარეზე ნუ იფიქრებთ. გახსოვდეთ ის ნეგატიური ფაქტორები, რაც უახლოეს დღეებში გარდაუვალი იქნება. სიფრთხილით მოეკიდეთ არაკეთილსინდისიერ პარტნიორებს, კლიენტებსა და მყიდველებს. თევზები - ცუდი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისათვის, ასევე გარიგებისა და ქორწინებისათვის. თანამშრომლები თქვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.