შაბათი, ივნისი 06, 2026

ვინ ვის წარადგენს არჩევნებზე _ ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გირჩი მეტი თავისუფლებისთვის…


ვინ ვის წარადგენს არჩევნებზე _ ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გირჩი მეტი თავისუფლებისთვის…

დღეს ოპოზიციის ნაწილი მერობის კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი _ ელენე ხოშტარია. ასევე, დღეს პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. პარტიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა „ფეისბუქ“ ჯგუფში დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. „გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით. პარტიის გადაწყვეტილება გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე”, - აღნიშნულია პარტიის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია