- მარტი 01, 2026
ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში
- მაისი 26, 2025
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ამ წუთებში დასრულდა. დოღი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაძალვა _ ეს ის სპორტული ღონისძიებებია, რომელიც სტადიონზე შედგა. სპორტული აქტივობების გამარჯვებულის სია კი ასე გამოიყურება. დოღში - პირველი გარბენის გამარჯვებული გიორგი ცინცაძე (ნატანები,) მეორე გარბენი- კობა კვაჭანტირაძე ( ჯვარცხმა), ნახევრად სისხლიანები - მიშო ნინუა, (ხულო), ხოლო მარულა - მიშო ნინუა (ნატანები). რაც შეეხება ბაგირის გადაძალვას, აქ ერთმანეთს ფინალში სურები და ამაღლება დაუპირისპირდა. გამარჯვება სურებს დარჩა. მკლავჭიდში კი პირველი ადგილი გიორგი ოთხმეზურმა (ოზურგეთი) დაიკავა.