შაბათი, ივნისი 06, 2026

ვაკო ავალიანი – ვტოვებ მაესტროს, არხზე გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ბრუნდება


ვაკო ავალიანი – ვტოვებ მაესტროს, არხზე გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ბრუნდება

ვაკო ავალიანი „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. მისი თქმით, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე და არხის ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ამიტომაც ის ტოვებს „მაესტროს“. „ვტოვებ მაესტროს სადაც, კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი - არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, (რამდენიმე პროექტით) არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება მაესტროს და მაესტროელებს“, _ წერს ვაკო ავალიანი. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია