შაბათი, ივნისი 06, 2026

უწყვეტი პროტესტის 143-ე დღე ქვეყანაში – აქციების განრიგი ცნობილია


უწყვეტი პროტესტის 143-ე დღე ქვეყანაში – აქციების განრიგი ცნობილია

დღეს უწყვეტი პროტესტის 143-ე დღეა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, 19 საათზე დაიწყება აქცია და მსვლელობა პარლამენთან, ასევე 19 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ამას გარდა გაიმართება მსვლელობა პარლამენტიდან - გმირთა მოედნამდე "ფიცის დასადებად". 23 საათზე კი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდებიან ლოზუნგით "ერთად შევხვდეთ აღდგომას". 17 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია გორში. "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები",_ ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან შეიკრიბებიან. 18 საათზე დაიწყება პროტესტი ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. "სამშობლოს სამსახურში"- ამ ლოზუნგით გაიმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქცია 19 საათზეა ჩანიშნული. საპროტესტო აქცია გაიმართება ზუგდიდშიც. "ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ"- ამ ლოზუნგით შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები 19 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ. "უწყვეტი პროტესტი თელავში"- 19 საათზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები თელავშიც, მერიის წინ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია