- მარტი 01, 2026
უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას
- დეკემბერი 10, 2024
- , პოლიტიკა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე, _ იუწყება "რადიო თავისუფლება". 10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სიიარტომ განაცხადა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება“. მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.