- მარტი 01, 2026
უკრაინამ და კიდევ 8 ქვეყანამ საბავშვო ევროვიზია 2023-ზე საქართველოს ქულა არ დაუწერა
- ნოემბერი 27, 2023
- , პოლიტიკა
საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე ქულა არ დაუწერა უკრაინამ. მის მსგავსად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს ხმა არ მისცა კიდევ 8 ქვეყანამ. საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო, ჯამში, 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.