შაბათი, ივნისი 06, 2026

თხილის ფასი კვლავ გაიზარდა: “ერთი კილოგრამი 4,15 ლარი ღირს“


თხილის ფასი კვლავ გაიზარდა: “ერთი კილოგრამი 4,15 ლარი ღირს“

დღეს, დილიდან, ოზურგეთში, როგორც მიმრებ პუნქტებშ გვეუბნებიან, ერთ კილოგრამ თხილს 4,15 ლარად იბარებენ. ზოგან 4,10 ლარი ღირს. აღნიშნული ფასი, გუშინ, შუადღისას იყო. როგორც ამბობენ, საღამოს კვლავ 4 ლარად იბარებდნენ ერთ კილოგრამს. _ ერთი კილოგრამი 4,15 ლარი ღირს. თუმცა, ყველა არ იბარებს ამ ფასად _ ზოგან 5 თეთრით ნაკლებია. ახლოვდება ქარხნების მუშაობის დაწყების დრო და დაიწყეს "თამაში“. არჩევნები რომ მოდის, ცოტა დაფიქრდნენ. გუშინ ტელევიზორს ვუყურე _ კაჭრეთში ზეთი და მაკარონი დაურიგეს ხალხს. ამათ დარიგებას ხო არ ვთხოვთ, ჩვენს საკუთარ პროდუქციაში გადაგვიხადონ წესიერი ფასი, _ თქვეს გურია ნიუსთან“ ოლეგ შავიშვილმა და თანმხლებმა მეზობლებმა, რომლებმაც თხილი ჩააბარეს. ვარაუდობენ, რომ დღის განმავლობაში ფასი კვლავ მოიმატებს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია