შაბათი, ივნისი 06, 2026

ტვინს კვება სჭირდება


ტვინს კვება სჭირდება

ტვინის სიჯანსაღისთვის განსაკუთრებით აუცილებელია: B6 ვიტამინი პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 ნაერთები E ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ფუნქციების სტიმულირებაში. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი, ხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის გული. E ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 2, 5 ს/კ სუფთა ზეთის მიღება. E ვიტამინის დღიურ ულუფას შეიცავს: 0, 5 კგ ინდაურის ფილე 1 კგ სკუმბრია 80 გ ხორბლის მარცვალი B6 ვიტამინი დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ პროცესებზე. მას შეიცავს ბანანი, კარტოფილი, შვრია, თინუსი, ქათმის ხორცი. დღიური ნორმა შეიძლება მიიღოთ 200გ საქონლის ხორცისა ან 50 გ შვრიის ფანტელისგან. რკინის დღიური ნორმაა 2 მგ. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, წიწიბურა, ღვიძლი, პური, ვაშლი, ბროწეული. კალციუმის დღიური ნორმაა 1-1, 5გ. მას შეიცავს რძის ნაწარმი, ჩირი, ბროკოლი, ნუში, ქაშაყი. მაგნიუმის დღიური ნორმაა 300-400 მგ. მას შეიცავს კარტოფილი, ბროკოლი კაკაოს მარცვლები, ბანანი, თაფლი, ნუში, თევზი, ლობიო, მუხუდო, კაკალი, მდოგვის ზეთი, ხორბლის მარცვალი. პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 ნაერთების დღიურ ულუფას შეიცავს: 30 გ სკუმბრია 30 გ ქაშაყი 70 გ ორაგული 1 ს/კ მცენარეული ზეთი ქრომის დღიური ნორმაა 50-200 მგ. ქრომით მდიდარია სიმინდი, შავი პური, შავი ჩაი, ხორციანი კერძები. აუცილებელია კოფეინის მიღებაც ყავის, ჩაის ან შავი შოკოლადის სახით. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია