- მარტი 01, 2026
წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- მაისი 28, 2025
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება შედარებით მაღალი ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე. მცირე, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია თბილისშიც. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.