- მარტი 01, 2026
თოვა და დაბალი ტემპერატურა- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა არის აკრძალული
- ნოემბერი 19, 2023
- , პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდთოვლობის გამო გზაზე დაწესებულ შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.