- მარტი 01, 2026
სპეცოპერაცია შიდა ქართლში _ დაკავებულია 6 პირი
- დეკემბერი 21, 2023
- , პოლიტიკა
სპეცოპერაცია შიდა ქართლში - ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანი დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" უდასტურებენ, რომ დაკავებულია 6 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.