შაბათი, ივნისი 06, 2026

სკანდალი: ლანჩხუთისა და ნიკეს მატჩი არ შედგა. გურულებს მოგებას ჩაუთვლიან?


სკანდალი: ლანჩხუთისა და ნიკეს მატჩი არ შედგა. გურულებს მოგებას ჩაუთვლიან?

დღეს დაგეგმილი ქალთა ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი არ შედგა - ერთმანეთს პირველ ადგილზე მყოფი "ლანჩხუთი" და მოქმედი ჩემპიონი "ნიკე" უნდა შეხვედროდნენ. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მაგრამ თბილისელებმა მოედანი ისე დატოვეს, მატჩი არც დაწყებულა. ცნობილი გახდა მიზეზი, რომელიც მეტად გაუგებარია - ამ დროისთვის არსებული ერთადერთი ინფორმაციით, "ნიკემ" გააპროსტა, რომ სტუმრები მატჩის რამდენიმე კამერით გადაღებას გეგმავდნენ (?!) და თამაშზე უარი თქვეს. გუნდებმა სტადიონი უკვე დატოვეს და ისინი ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს დაელოდებიან. სავარაუდოდ, "ლანჩხუთს" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვლება. წყარო: გურია თუდეი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია