შაბათი, ივნისი 06, 2026

სისხლიანი გარჩევა – რესტორანში 1 პირი დაჭრეს


სისხლიანი გარჩევა – რესტორანში 1 პირი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა ბათუმში. როგორც TV25 იუწყება, დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში, გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველი TV25.GE-ის უყვება, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. "დანით დაჭრა, რადგან მის ცოლს უცხო კაცი ცეკვის დროს წელზე ხელით შეეხო", - გვითხრა თვითმხილველმა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან დააკავეს თუ არა დამნაშავე? უწყებისგან პასუხს ველოდებით. წყარო: tv25



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია