შაბათი, ივნისი 06, 2026

შემოსავლების სამსახური მამუკა ხაზარაძის ოჯახის ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემის ფაქტს სწავლობს


შემოსავლების სამსახური მამუკა ხაზარაძის ოჯახის ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემის ფაქტს სწავლობს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. "მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე. საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები",_ აცხადებს შემოსავლების სამსახური.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია