- მარტი 01, 2026
სატვირთო ავტომანქანა ხიდის ქვეშ გაიჭედა
- ივლისი 30, 2025
- , პოლიტიკა
"ქართლის ამბების" ინფორმაციით, კავთისხევი - მცხეთის გზაზე სატვირთო ავტომანქანა ხიდის ქვეშ გაიჭედა. შემთხვევა სოფლების: სასხორისა და არმაზის მონაკვეთზე მოხდა. გორი - მეფისქალაქი - კავთისხევი - მცხეთის სარაიონოთაშორისო მაგისტრალი ავტობანის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს, რომელიც მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე დასახლებებს მიუყვება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქსანში, მდინარეზე ხიდის აგება იგეგმება, რომლითაც ავტობანი და სარაიონოთაშორისო გზა ერთმანეთს დაუკავშირდება.