- მარტი 01, 2026
სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს
- ივნისი 16, 2024
- , პოლიტიკა
თბილისში, ვაკეში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა და მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.