- მარტი 01, 2026
სარკინიგზო ავარიის შემდეგ საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო
- მარტი 02, 2023
- , პოლიტიკა
საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო სარკინიგზო ავარიის გამო, რომელსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირიპისრება მოხდა ათენში Hellenic Train-ის შტაბ-ბინასთან - კომპანიის, რომელიც პასუხისმგებელია საბერძნეთის რკინიგზაზე. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკში და ქალაქ ლარისაში, სადაც ავარია სამშაბათს ღამით მოხდა. მთავრობამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება აღადგენს სამართალს. ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.