შაბათი, ივნისი 06, 2026

„საქსტატი“: 2024 წელს, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა


„საქსტატი“: 2024 წელს, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

გასულ წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა (-4.0 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.3% (-2.1 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 6.7% (-1.3 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 9.0 და 9.8% შეადგინა. 2024 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7% შეადგინა. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია