- მარტი 01, 2026
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
- მაისი 28, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. ლაშა აბაშიძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები განიხილა. მხარეებმა პროექტის სწრაფად დასრულებაზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ რა დადებითი ზეგავლენა ექნება აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოსთვის. აუდიენციის დასასრულს, საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.