- მარტი 01, 2026
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს
- ივლისი 22, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს. ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ. ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.