შაბათი, ივნისი 06, 2026

საკადრო ცვლილებები შსს-ში _ კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს


საკადრო ცვლილებები შსს-ში _ კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. "ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი; "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება", - იუწყება შსს..



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია