შაბათი, ივნისი 06, 2026

საბერძნეთში 73 წლის ქართველი დააკავეს


საბერძნეთში 73 წლის ქართველი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, საბერძნეთში ქართველი, 73 წლის მამაკაცი დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, ის, დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ, არასრულწლოვანს თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი შენიშნეს დრამის პოლიციის თანამშრომლებმა და დილარი კუპატაძე ადგილზევე დააკავეს. „კუპატაძე დილარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმის დასადგენად, განახორციელა თუ არა 73 წლის ქართველმა სექსუალური ძალადობა სხვა არასრულწლოვანებზე. პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის“, - წერს ბერძნული მედია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია