შაბათი, ივნისი 06, 2026

რუსთავში კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა


რუსთავში კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა. როგორც მეზობლები ყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. “ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა”, - ამბობს კორპუსის მცხოვრები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია