- მარტი 01, 2026
რუსებმა სუმი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
- სექტემბერი 08, 2024
- , პოლიტიკა
რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, _ აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.