შაბათი, ივნისი 06, 2026

როგორია ეპიდმდგომარეობა ოზურგეთში


როგორია ეპიდმდგომარეობა ოზურგეთში

ოზურგეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 4571 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4444 ადამიანი, გარდაცვლილია 65. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური რჩება ინფიცირების 62 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 24, საკარანტინე სივრცეში 14, ბინაზე კი 24 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 52 ადამიანი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია