- მარტი 01, 2026
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში _ ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან
- აგვისტო 05, 2025
- , პოლიტიკა
სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება. მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია. დასავლეთ საქართველოზე - გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში - უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი. ვისურვებ მალე გახაროთ მზიანი დღეების ამბავი... _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.