- მარტი 01, 2026
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
- ივლისი 30, 2023
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება. სააგენტოს ცნობითვე, თბილისში პირველ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.