შაბათი, ივნისი 06, 2026

რის შესახებ ესაუბრა სალომე ზურაბიშვილი სენატორ სტივ დეინსს


რის შესახებ ესაუბრა სალომე ზურაბიშვილი სენატორ სტივ დეინსს

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინს შეხვდა. „დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია