- მარტი 01, 2026
რესტორანი მარტოხელებისთვის
- დეკემბერი 08, 2023
- , პოლიტიკა
შვედეთში წყვილმა მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი გახსნა. რესტორანი ვერმლანდში, სტოკჰოლმიდან 350 კილომეტრშია განლაგებული. რესტორანი მინდორში მოთავსებულ მაგიდას და 1 სკამს წარმოადგენს. „ობიექტის“ მფლობელები სტუმრებს სიმყუდროვეს სთავაზობენ. მთავარი ის არის, რომ მათ სხვებთან კონტაქტი არ მოუწევთ და ჭამას მშვიდად მოახერხებენ. რესტორანში ოფიციანტი არ არის. დღეში აქ მხოლოდ 1 სტუმარს მასპინძლობენ და მხოლოდ 1 კერძით უმასპინძლდებიან. რასმუსი და ლინდა ამბობენ, რომ ებრძვიან იმ უსიამოვნო გრძნობას, როცა ადამიანს ჭამის დროს ვიღაც უყურებს. [simple-author-box]