- მარტი 01, 2026
რატომ გაითიშა გურიაში და აჭარაში დღეს შუქი
- აპრილი 24, 2025
- , პოლიტიკა
დღეს გურიის და აჭარის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს. "დღეს, 24 აპრილს 15:15 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "პალიასტომი 2". შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონების მოსახლეობის ნაწილს 15 წუთის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მხრიდან 15:30 წუთზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა,"- აღნიშნულია განცხადებაში.