შაბათი, ივნისი 06, 2026

რატომ გაძვირდა ხახვი საქართველოში?


რატომ გაძვირდა ხახვი საქართველოში?

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა. ოფიციალური მონაცემები, რამდენად გაიზარდა ხახვზე ფასი აპრილში, არ გამოქვეყნებულა, თუმცა დახლებზე ხახვის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და საშუალოდ, 5-7 ლარს შეადგენს. აგრარულ ბაზრებში გაძვირების მთავარ მიზეზად შემცირებულ იმპორტს ასახელებენ. მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 7 220 ტონა ხახვი იყიდა, რაც თითქმის არ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის 7 744 ტონა პროდუქტი შემოვიდა. თუმცა 3-თვიან მაჩვენებელთან განსხვავებით, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტი მარტში. გასულ თვეში საქართველოში 347.9 ათასი აშშ დოლარის 919.7 ტონა ხახვი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 1.03 მლნ აშშ დოლარის 3 379 ტონა. შედეგად გამოდის, რომ რაოდენობრივად მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა. სად იყიდა წელს საქართველომ პროდუქტი: რუსეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 249 ტონა აზერბაიჯანი - 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869 ტონა თურქეთი - 336.6 ათასი აშშ დოლარის 882.6 ტონა ეგვიპტე - 74.5 აშშ დოლარის 216 ტონა ნიდერლანდები - 6.3 მლნ აშშ დოლარის 3.6 ტონა წყარო: bpn.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია