შაბათი, ივნისი 06, 2026

რა ღონისძიებებით აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე გურიაში


რა ღონისძიებებით აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე გურიაში

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გურიაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საბავშვო სტუდია – „მომავლის ბავშვები“ კონცერტს გამართავს, რომელიც 15 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, მერიის გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისს 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, მიუზიკლი და კონცერტი გაიმართება. მიუზიკლი "მუსიკის ჰანგები" (რიჩარდ როჯერსის ნაწარმოების მიხედვით); საზეიმო კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით; ანიმატორები და ზღაპრის გმირები. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია დაგეგმილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წინაც. 14:00 საათი - სახის მოხატვა, ანიმატორები, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი, ძერწვა, ასფალტზე ხატვა; 14:00 საათი - ვ.ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა; 15:00 საათი - კულტურის ცენტრისა და მუსიკალური სკოლების აღსაზრდელების კონცერტი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია