შაბათი, ივნისი 06, 2026

ქმარმა ცოლი დაჭრა


ქმარმა ცოლი დაჭრა

დღეს, 17 მაისს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს მიყენებული. „ქალი დაახლოებით 32 წლისაა. კლინიკაში ის დღეს დილით შეიყვანეს“. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. წყარო: ბათუმელები



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია