შაბათი, ივნისი 06, 2026

პუტინი ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აღრმავებს


პუტინი ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აღრმავებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გოსდუმაში ე. წ. „სამხრეთ ოსეთთან“ სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ ხელშეკრულება შეიტანა _ იგი ამ ხელშეკრულების რატიფიკაციას ითხოვს, _ იუწყება cominf.org. „მოხდეს იმ ხელშეკრულების რატიფიცირება სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, რომელსაც 2023 წლის 23 აგვისტოს მოეწერა ხელი ქალაქ ცხინვალში“, _ ნათქვამია პუტინის მიერ გოსდუმაში შეტანილ დოკუმენტში. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „ხელშეკრულება მიმართულია სამხედრო ტექნიკური სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ“.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია