შაბათი, ივნისი 06, 2026

პრეზიდენტის გამოსვლისთვის საჭირო მოწყობილობები უკვე რუსთაველზეა


პრეზიდენტის გამოსვლისთვის საჭირო მოწყობილობები უკვე რუსთაველზეა

აპარატურას, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ტექნიკურად უნდa უზრუნველყოს, მიუხედავად, პოლიციის დიდ წინააღმდეგობია, უკვე რუსთაველზეა. ბესიკის ქუჩაზე საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო: პოლიცია არ ატარებდა სასცენო აპარატურით და სცენის მოწყობილობებით დატვირთულ ავტომანქანებს. მოქალაქეები პოლიციას კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და პოლიტიკური პროცესების მხარედ ასახელებდნენ. მოქალაქეებმა შეძლეს ავტომანქანებისთვის გზა გაეხსნათ. ახლა რუსთაველზე გენერატორი, აპარატურა მიტანილია. შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხმის და სასცენო აპარატურა გაიტანა, რომ პრეზიდენტის გამოსვლისთვის ხელი შეეშალათ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია