- მარტი 01, 2026
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
- დეკემბერი 12, 2024
- , პოლიტიკა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს",_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.