შაბათი, ივნისი 06, 2026

პანდემიის გამო გამოყოფილი უმუშევრობის დახმარების მოპარვას 300-ზე მეტ ადამიანს ედავებიან (აშშ)


პანდემიის გამო გამოყოფილი უმუშევრობის დახმარების მოპარვას 300-ზე მეტ ადამიანს ედავებიან (აშშ)

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესისა და უმუშევარი მუშაკების დასახმარებლად გამოყოფილი თანხების მოპარვას 300-ზე მეტ ადამიანს ედავება. გავრცელებული ინფორმაციით,იუსტიციის დეპარტამენტის ახალი მონაცემებით, 300-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს COVID-19 დახმარების თაღლითური გზით მიღებაში. როგორც დეპარტამენტში ამბობენ, 60-ზე მეტ ბრალდებულს აქვს კავშირი კრიმინალურ ორგანიზაციებთან და პროკურორების განცხადებით, უმუშევრებისთვის მოპარული დახმარების თანხები იარაღის და ნარკოტიკების შესაძენად, ასევე ადამიანის მოკვლისთვის დახარჯეს. ”830 მილიონ დოლარზე მეტი თანხის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებულია 300-ზე მეტი ადამიანი. უნდა გახდეს მკაფიო გზავნილი: COVID-19-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობას, დამნაშავეების იდენტიფიცირებისა და გასამართლებისთვის,”- თქვა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია