შაბათი, ივნისი 06, 2026

ოზურგეთში ერთი კილოგრამი ახალი თხილი სამი ლარი ღირს: „ატყავებენ კვერნასავით“


ოზურგეთში ერთი კილოგრამი ახალი  თხილი სამი ლარი ღირს: „ატყავებენ კვერნასავით“

დღეისთვის, ოზურგეთში, ახლადშემოსული თხილი, ერთი კილოგრამი სამი ლარი ღირს. როგორც თხილის სარეალიზაციო პუნქტებში ამბობენ, ერთი კვირაა, რაც მიღება დაიწყეს. _ერთ კილოგრამს სამ ლარად ვიბარებთ. ჯერ არც გატეხვით შემოწმებაა და არც სხვა საზომი. ვნახოთ, მერე რა იქნება, _გვეუბნებიან თხილის მიმღები ოპერატორები. როგორც ცნობილია, წელს გურიაში თხილის განსაკუთრებული მოსავალია. _ასეთი მსხმოიარე თხილი ნაკლებად გვახსოვს. იძახდნენ, ფასი არ ექნება, ბევრი ასხიაო მაგრამ შუა ივლისის პირობაზე, იცოცხლე, კაი ფასია. არ ირჩევა კარგად, მაგრამ კრეფენ ნედლად და ძალით ფცქვნიან, ატყავებენ კვერნასავით, - ოხუნჯობენ გურულები, თან საკუთარ ანალიზსაც არ იშურებენ: „არაა ახლა აგი მაფიოზობა? გამხმარ, გარიჩხინებულ თხილს ურახუნებენ ჩაქუჩს, დაფშუკული არ იყოსო. ახლა კიდე „სუნკიანად“ წაგიღებენ, ოღონდ ეს ჯერ კიდევ მწვანე თხილი ჩაიბარონ. ვინ გეკითხება, როგორია? მარაა , ყოლისფერი სასწაული ხდება ცვენ საცოდავ ქვეყანაში“... ავტორი: მარინა ჩიხლაძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია