- მარტი 01, 2026
ოზურგეთში ახალშემოსული თხილის მიღება დაიწყო: „ამბობენ, ფასი გავარდებაო“
- ივლისი 15, 2024
- , პოლიტიკა
ამ დილით, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ახალშემოსული თხილი 2,20 ლარი ღირს. სამიოდე დღეა, რაც ახალი თხილის ჩაბარება დაიწყეს და საწყისი ფასი 2 ლარი იყო. ახლა კი ფასი მომატებულია. კითხვაზე, თუ აქვთ ინფორმაცია, რა ეღირება წელს თხილი, ცირა ქილითფარის, ასევე სხვა დისტრიბუტორების მიმღებ ჯიხურებშიც, გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ ფასი მაღალი იქნება. _მოგვდის ამბები, ფასი გავარდებაო და ვნახოთ. თმცა, თხილი ძირიანად ხმება და რა ვიცი... _- გვეუბნება ქალბატონი ცირა. _რას ნიშნავს, გავარდება? ანუ აიწევს ? _დიახ, მაღალი ფასი ექნებაო, ასე გავიგეთ! ამ დროისთვის, იბარებენ ასევე შარშანდელ თხილს და ხარისხიანი თხილი, ერთი კგ, შესაძლოა 7-8 ლარად ჩაიბარონ. გააჩნია, გატეხვის შემდეგ, რამდენი კაკალი აღმოჩნდება საღი გულით. ახალ თხილს კი არ ტეხენ-პირდაპირ იბარებენ და ჯერჯერობით, ცოტა შემოდის _ საადრეო ჯიში ვისაც აქვს, აბარებენ ისინი. [simple-author-box]