- მარტი 01, 2026
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა
- მაისი 25, 2025
- , პოლიტიკა
მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მგზავრების თქმით, თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. „გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“- ეუბნება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. ჯერჯერობით მომხდარის შესახებ "საქართველოს რკინიზგას" ინფორმაცია არ გაუვრცელებია.