შაბათი, ივნისი 06, 2026

ოზურგეთის ბაზარზე მანდარინი გამოჩნდა: „ თხილს არ დაგამსგავსონ, ჩემო ოქრო…“


ოზურგეთის ბაზარზე მანდარინი გამოჩნდა: „ თხილს არ დაგამსგავსონ, ჩემო ოქრო…“

გურიაში, ციტრუსოვანთა სეზონის მოახლოება, უკვე გვამცნო მანდარინის დახლებზე გამოჩენამ. საშუალო ზომის, უკვე კარგად შეფერიანებული მანდარინი, ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს. უფრო უმჯობესი კი _ 2,50 ლარი. ორი ლარი ღირს ერთი კილოგრამი ლიმონი. ციტრუსოვანების ბაზარზე გამოჩენამ გურულები ხუმრობის ხასიათზე დააყენა და ზოგი მანდარინის ნაყოფს ხელში ატრიალებს : „თხილს არ დაგამსგავსონ , ჩემო ოქრო...“ მანდარინის ფასი, გასულ წელს, საუკეთესო არა, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე შარშანწინ. ხალხმა მისი რეალიზება მოახერხა. წელს კი მაინც შიშობენ, თხილის ფასმა რა ხეირიც დაგვაყარა, უარესი არ მოხდესო, - ამბობენ ისინი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია