- მარტი 01, 2026
ოზურგეთელი ნიკოლოზ კუტუბიძე საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალს დაეუფლა
- აპრილი 21, 2024
- , პოლიტიკა
ნიკოლოზ კუტუბიძე რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალს დაეუფლა! რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ვალერიუ ბულარკას მემორიალზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15-წლამდელთა შორის, დღეს ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში შედგა ბრძოლები და მედლები გათამაშდა. აქედან სამ წონით კატეგორიაში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. ერთერთი ოქროს მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/ ჭიდაობის კლუბი ,,ზვანელების'' წევრი ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) ჩემპიონი გახდა. ასევე ამავე კლუბის წევრმა დავით მხეიძემ (62 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.