- მარტი 01, 2026
ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო- ოზურგეთელი მოჭიდავეების წარმატებული ასპარეზობა
- მაისი 15, 2022
- , პოლიტიკა
ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - აღნიშნული ჯილდოები თერჯოლაში 15 წლამდელთა შორის ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, ჩემპიონის ტიტული და ოქრო ნიკოლოზ კუტუბიძემ ( 38 კგ) და რეზი გუჯაბიძემ ( 47კგ) მოიპოვეს. შინ ვერცხლი და მეორე საპრიზო ადგილი გიორგი მათითაშვილმა ( 32კგ) წამოიღო, ხოლო ბრინჯაოს, მათე ჩაფიძაძე ( 32 კგ) და გიორგი გორდელაძე (38კგ) დასჯერდნენ.